როგორ და სად უნდა მიიღოთ პირველკლასელთა რეგისტრაციის უნიკალური კოდი - ინსტრუქცია
23-06-2026

პირველკლასელთა რეგისტრაციის უნიკალური კოდის მიღება my.gov.ge-ის მეშვეობით არის შესაძლებელი - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.

„ელექტრონული სერვისი მოქალაქეებს სთავაზობს შესაძლებლობას, მათთვის საჭირო ინფორმაცია სახლიდან გაუსვლელად, სწრაფად და მარტივად ელექტრონულად მიიღონ.

ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე - my.gov.ge ავტორიზებულ ფიზიკურ პირს შეუძლია:

➢ შექმნას განაცხადი პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის დროს მინიჭებული უნიკალური კოდის მიღების მიზნით;

➢ გადააგზავნოს განაცხადი ელექტრონულად განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის კანცელარიაში;

➢ მიიღოს პასუხი ონლაინ;

➢ შეინახოს როგორც შევსებული განაცხადი, ისე მიღებული პასუხი.

სერვისით სარგებლობა ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე - my.gov.ge ავტორიზებული მომხმარებლებისთვის უფასოა.

განაცხადი მოიცავს ინფორმაციას განმცხადებლის შესახებ - სახელს, გვარს, პირად ნომერს, იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართს, მობილური ტელეფონის ნომერსა და ელექტრონული ფოსტის მისამართს. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი მოქმედებს მინდობილი პირის სტატუსით, განაცხადი ასევე შეიძლება მოიცავდეს მონაცემთა სუბიექტის შესახებ ინფორმაციას.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მოქალაქეებისთვის სერვისების გამარტივებასა და ციფრული მომსახურების განვითარებას აგრძელებს, რაც სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო ეფექტიანსა და კომფორტულს ხდის.

პირველკლასელთა რეგისტრაციის უნიკალური კოდის მისაღებად ეწვიეთ ბმულს --https://my.gov.ge/ka-ge/services/18 “, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203