
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მე-4 კლასის წარმატებით დაასრულეს. დაწყებითი საფეხურის წარმატებული და ნაყოფიერი ოთხი წელიწადი კი ღონისძიებით დააგვირგვინეს.
გაიმართა გამოსაშვები ღონისძიება, რომელმაც მოსწავლეებს დაუვიწყარი მოგონებები აჩუქა.
მე-4 კლასელებმა სასწავლო მიღწევები დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს და პირველ მასწავლებელს დიდი სიყვარულით გამოემშვიდობნენ.
დღე მეტად ამაღელვებელი იყო როგორც მასწავლებლისთვის, ისე მოსწავლეებისთვის.
დამრიგებელმა ბავშვებს გზა დაულოცა და უსურვა ასეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა.
„ვულოცავთ ჩვენს მე-4 კლასელებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას!
ძვირფასო მოსწავლეებო, გილოცავთ სასკოლო ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას, გისურვებთ მხიარულ, საინტერესო წარმატებებით სავსე წლებს. ყოველთვის შეინარჩუნეთ სწავლისა და განვითარების სურვილი“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: