თბილისის N141 სკოლა ქართული კალიგრაფიისა და მეწარმეობის საერთაშორისო ფესტივალზე შთამბეჭდავად წარდგა
22-06-2026

თბილისის N141 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა ქართული კალიგრაფიისა და მეწარმეობის საერთაშორისო ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტმა, თბილისის N141 საჯარო სკოლის საზოგადოება - ქართული კალიგრაფიის, კულტურის, მეწარმეობის, რეწვისა და შემოქმედებითი საქმის ირგვლივ გააერთიანა. 

13 ივნისს, შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა კალიგრაფიისა და მეწარმეობის საერთაშორისო ფესტივალი „გულანი“, სადაც 141-ე საჯარო სკოლა სამი მიმართულებით იყო წარმოდგენილი:

1. მოსწავლეთა გამორჩეული ნამუშევრების გამოფენით;

2. ქართულ-იაპონური კულტურის კოლაბორაციით;

3.მხატვრულ-შემოქმედებითი ნომრით.

მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა კულტურულ-კალიგრაფიული პერფორმანსები, ქართულ-იაპონური კალიგრაფიის ვორქშოფები, მხატვრულ შემოქმედებითი და შემეცნებითი აქტივობები. მოსულ სტუმრებს, მთელი დღის განმავლობაში ჰქონდათ, კულტურათა შორის დიალიგისა და შემოქმედებითი თანამშრომლობის უნიკალური შესაძლებლობა.

აღნიშნულ ფესტივალს ესწრებოდნენ ევროპისა და აზიის ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები.

„აღსანიშნავია, ჩვენი სკოლის საგამოფენო სივრცეს სტუმრობდნენ: ყველასათვის ძვირფასი პიროვნება ბ-ნი ნიკოლოზ წულუკიძე, თავად იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბ-ნი იშიძუკა ჰიდეკი, ნაძალადევის რაიონის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ქ-ნი ირმა კიკვაძე, სკოლის პედაგოგები, მშობლები, მოსწავლეები.

141-ე საჯარო სკოლა მადლობას უხდის: ქართული კალიგრაფიის პირველი საერთაშორისო ასოციაციის, ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის, ფონდი „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ დამფუძნებელსა და პრეზიდენტს ქ-ნ თიკა სვანიძე-ვენკოს, მის შემოქმედებით გუნდს, კალიგრაფიის ასოციაციის ბორდის წარმომადგენლებს, მშობლებს, მოსწავლეებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ფესტივალიდან კადრებს გვიზიარებენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203