„პატარა მედიაგმირები - როგორ გავხდეთ ჭკვიანი მკითხველები და მსმენელები“ - წარმატებული საგანმანათლებლო პროექტი  სკოლა „ანაბასისში“
22-06-2026

სკოლა „ანაბასისის“ II-III კლასების მოსწავლეებმა წარმატებით დაასრულეს შემეცნებითი პროექტი - „პატარა მედიაგმირები - როგორ გავხდეთ ჭკვიანი მკითხველები და მსმენელები“.

ორი თვის განმავლობაში მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი აქტივობებში, რომლებიც მათ მედიაწიგნიერების, კრიტიკული აზროვნებისა და უსაფრთხო ინტერნეტის გამოყენების უნარების განვითარებაში დაეხმარა.

პროექტი ინგლისური ენის სწაველების ფარგლებში, ქართულ ენასთან და ბუნებისმეტყველებასთან ინტეგრირებით განხორციელდა და მისი ავტორია პედაგოგი ნანა ფერაძე-ბანცაძე.

პროექტის ფარგლებში ბავშვებმა შეისწავლეს ინფორმაციის წყაროები, ისწავლეს ფაქტისა და მოსაზრების ერთმანეთისგან გარჩევა, გააანალიზეს მულტფილმები და მედიატექსტები, იმსჯელეს რეკლამის გავლენაზე და გაეცნენ ციფრულ სივრცეში უსაფრთხო ქცევის წესებს.

განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ჟურნალისტის როლის მორგებამ, როდესაც მოსწავლეებმა საკუთარი გადაცემები შექმნეს და ინტერვიუებიც ჩაწერეს.

პროექტის ფარგლებში კი შეიქმნა „მედიაგმირების ქრონიკა“ – სასარგებლო გზამკვლევი, რომელიც თანატოლებს დაეხმარება სანდო და ყალბი ამბების ამოცნობაში. 

დასკვნითი პრეზენტაციისას მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრები წარადგინეს და მიღებული ცოდნა შეაჯამეს.

იხილეთ პროექტის ანგარიში

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203