
გაფორმდა ხელშეკრულება ბაზრის კვლევაში გამარჯვებულ კომპანიასთან, რომელიც უზრუნველყოფს სასკოლო ფორმების შეკერვას დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის. ცნობილია, ისიც, რომ მიწოდება სამ ეტაპად მოხდება და მოსწავლეები ჩინეთში შეკერილი ფორმებით წავლენ სკოლაში.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რამდენიმე განმარტება გააკეთა სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით.
„ზოგადად, ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი თვალსაზრისით, ამაზე ბევრი გვისაუბრია, ეს არის ზოგადი განათლების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. მნიშვნელოვანია, რომ პროცედურები დასრულდა, რის საფუძველზეც საქართველოში იქნება უზრუნველყოფილი სათანადო სკოლის ფორმები ბავშვებისთვის“, - აღნიშნა კობახიძემ.