იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მე-4 კლასის წარმატებით დასრულება ლამაზი ღონისძიებით აღნიშნეს 
22-06-2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მე-4 კლასი წარმატებით დაასრულეს და სასწავლო წელი ღონისძიებით დააგვირგვინეს. 

გაიმართა მე-4 კლასელთა ლამაზი გამოსაშვები ღონისძიება. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ. ბავშვებმა წარმატებით წარმოაჩინეს ის ცოდნა და უნარები, რაც  ამ ოთხი წლის განმავლობაში ისწავლეს. 

ბავშვებისთვის განსაკუთრებით ამაღელვებელი აღმოჩნდა დამრიგებელთან -  ანა მეფარიშვილთან გამოთხოვება. პირველმა მასწავლებელმა მოსწავლეებს გზა დაულოცა და უსურვა ასეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა. 

მოსწავლეებმს მე-4 კლასის წარმატებით დასრულება მიულოცეს დაწყებითი საფეხურის სხვა მასწავლებლებმაც.

„დავასრულეთ IV კლასი, წარმატებებს გისურვებთ ბავშვებო. ძალიან გვიყვარხართ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203