როცა განათლება დღესასწაულია - izrune.ge-მ პროექტის ვარსკვლავების დაჯილდოების ცერემონია ამჯერად ბათუმში ჩაატარა
22-06-2026

ყველაზე ძვირფასი ინვესტიცია, რომელიც ქვეყანამ საკუთარ მომავალში შეიძლება ჩადოს, ბავშვების განათლება და მათი მოტივირებაა. სწორედ ამ იდეით შეიქმნა წლების წინ izrune.ge - ინოვაციური, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროექტი, რომელმაც ათასობით ერთგული თანამოაზრე გააერთიანა და ამჯერად დასავლეთ საქართველოს წარმომადგენელი იზრუნელი ვარსკვლავებისთვის ნამდვილი დღესასწაული ბათუმში მოაწყო.

ღონისძიებას უძღვებოდა პროექტის ავტორი, გოჩა ტყეშელაშვილი, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ თანამედროვე სამყაროში ინოვაციური პლატფორმის მთავარი მისიაა, დაეხმაროს მოზარდებს საკუთარი ნიჭისა და ძლიერი მხარეების აღმოჩენაში.

izrune.ge-მ კი, რომელშიც ათიათასობით მოსწავლეა ჩართული, დაამტკიცა, რომ ციფრული ტექნოლოგიების სწორად გამოყენებით შესაძლებელია მოსწავლეების ყოველდღიურობა საინტერესო, შემეცნებით თავგადასავლად იქცეს.

„ტესტირების დღეები ჩვენს ოჯახში განსაკუთრებულია... ყველაზე მეტად რაც ამ პლატფორმამ მოგვცა, ეს არის დროის მართვა და პასუხისმგებლობის გრძნობა. ჩემმა შვილმა ისწავლა წაკითხულის სწრაფად გააზრება და რაც მთავარია, ირწმუნა საკუთარი შესაძლებლობების“, - გაგვიმხილა ერთ-ერთი იზრუნელის მშობელმა ხოლო პროექტის ვარსკვლავის პედაგოგმა დასძინა: „როცა ხედავ, შენს მოსწავლეს ხელში izrune.ge-ს წარმატების სიგელი უჭირავს, ხვდები, რომ შრომას ფუჭად არ ჩაუვლია... izrune.ge ჩვენთვის, მასწავლებლებისთვისაც დიდი საყრდენია - აღვივებს ჯანსაღ კონკურენციასა და სწავლის წყურვილს კლასში“.

izrune.ge-ს ბათუმურმა დღესასწაულმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ჩვენს ქვეყანას საოცარი, ნიჭიერი და მიზანდასახული მომავალი თაობა ეზრდება. დარბაზიდან გასული ბავშვების ანთებული თვალები და მშობლების მადლიერი ღიმილი საუკეთესო დასტურია იმისა, რომ izrune.ge-ს დიდი მისია წარმატებით გრძელდება - წინ კიდევ ბევრი მწვერვალია.

ღონისძიების ფოტოალბომი

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203