საზეიმო „ბოლო ზარი“ და ამაღელვებელი გამოსამშვიდობებელი ღონისძიება სართიჭალის N3 საჯარო სკოლაში
22-06-2026

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის N3 საჯარო სკოლამ კიდევ ერთი ღირსეული თაობა გააცილა და გულთბილი სურვილები გაატანა. 

სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. გაიმართა გამოსაშვები ღონისძიება, რომელმაც სკოლაში საოცარი განწყობა დაატრიალა. იყო ბევრი ემოცია, მილოცვა  და სევდანარევი სიხარული. 

ახალგაზრდები დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე მთელმა სკოლამ გააცილა. მე-12 კლასელთა თეთრი პერანგები კეთილი სურვილებითა და ემოციური მინაწერებით აჭრელლდა.

ახალგაზრდებისთვის ბავშვობასთან, პედაგოგებთან და სკოლასთან გამომშვიდობება ამაღელვებელი აღმოჩნდა. 

ახალგაზრდებს სასკოლო საზოგადოებამ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა და სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203