ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს მიძღვნილი კვირეული და შთამბეჭავი ექსკურსია შუასურების საჯარო სკოლაში
22-06-2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით კვირეული გაიმართა. 

ლიტერატურული კვირეული, 15 ივნისიდან 19 ივნისამდე გაგრძელდა და არაერთი თემატური აქტივობა გააერთიანა. 

კვირეულის მეორე დღე ექსკურსიას მიეძღვნა. მოსწავლეებმა მცხეთის ღირსშესანიშნაობები მოინახულეს. ექსკურსია მოსწავლეებისთვის მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა. 

„დილაადრიან დავადექით მცხეთის გზას, მაგრამ შეიძლება ახლოს უფლისციხე გეგულებოდეს და არ მოინახულო? არა, არ შეიძლება და ჩვენც დავტკბით უფლისციხის უმკაცრესი სილამაზით.

შიო მღვიმელის საფლავთან მოკრძალებისგან ჩურჩულსაც ძლივს ვბედავდით...

სამთავროს დედათა მონასტერში კი დიდხანს ვიდექით მირიან მეფისა და დედოფალ ანას განსასვენებელთან... გონებამ თხოთის მთაზეც აგვიყვანა და მაყვლოვანის ხილვამ წარმოსახვით ბოდბეშიც გვამოგზაურა.

სვეტიცხოვლის დიდებულებამ მოლოდინს გადააჭარბა და „სვეტი ცხოველის“ წინაშე მუხლი მოგვადრეკინა...

ჯვრის მონასტრიდან ზეცისაკენ თვალმიპყრობილი უფალს შევთხოვდით: - ღმერთო, გადაგვირჩინე მამული, ენა და სარწმუნოება!...

გვიან ღამით დაუბრუნდით სოფელს“,- გვიზიარებენ ექსკურსიით მიღებულ შთაბეჭდილებებს სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203