„სიყვარული ამოძრავებს სამყაროს!“ - არხილოსკალოს საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა ლამაზი გამოსაშვები ღონისძიება 
24-06-2026

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მე-4 კლასის წარმატებით დამთავრება ღონისძიებით აღნიშნეს. 

„სიყვარული ამოძრავებს სამყაროს!“- სწორედ ამ დევიზით და უამრავი დაუვიწყარი ემოციით დაემშვიდობნენ მე-4 კლასელები პირველ მასწავლებელს და ნაყოფიერი ოთხი წელიწადი შეაჯამეს. 

ბავშვებმა ლამაზი სანახაობა წარმოადგინეს, ბრწყინვალედ ითამაშეს სცენაზე და კიდევ ერთი ლამაზი საღამო აჩუქეს მაყურებელს.

დამრიგებელმა ლია აფციაურმა მე-4 კლასელებს გზა დაულოცა და უსურვა ასეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა, ასახელონ სკოლა, სოფელი და ქვეყანა. 

„უღრმესი მადლობა ყველას, ვინც ეს დღე ჩვენთან ერთად შექმნა: სკოლის დირექციას, მასწავლებლებს, სკოლის ყველა თანამშრომელს და რაღა თქმა უნდა, მშობლებს, რომელთა თანადგომას მუდამ ვგრძნობთ.

მხიარული და წარმატებული გზა, ჩემო საყვარელო ბავშვებო და კიდევ, ფერად, ემოციებით სავსე ზაფხულის დღეებს გისურვებთ!“,- აღნიშნავს პედაგოგი და ღონისძიების ვიდეომასალას გვიზიარებს. 

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203