
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაითალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მშობლებმა და მასწავლებლებმა სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიის ფარგლებში საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-კულტურული ძეგლი - უფლისციხე მოინახულეს.
ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ისტორიული მემკვიდრეობის გაცნობა, ეროვნული კულტურისადმი ინტერესის გაღრმავება და მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გარემოში განმტკიცება.
მონაწილეებმა დაათვალიერეს კლდეში ნაკვეთი უძველესი ქალაქი, გაეცნენ მის მრავალსაუკუნოვან ისტორიას, არქიტექტურულ თავისებურებებსა და იმ მნიშვნელოვან როლს, რომელსაც უფლისციხე საქართველოს წარსულში ასრულებდა.
შემეცნებითმა მოგზაურობამ მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, ისტორიის სახელმძღვანელოებში ნასწავლი მასალა საკუთარი თვალით ენახათ.
სიყვარული, ჩართულობა და ერთიანობა იყო ამ ლამაზი დღის თანმდევი, რომელმაც ექკურსიის მონაწილეებს ტკბილი მოგონებები აჩუქა.
იხილეთ ფოტოები: