წინარეხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ბულინგი“ საინტერესო პროექტით დაგმეს
22-06-2026

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, 2025 -2026 წლის მანძილზე არაერთი აქტივობა თუ ღონისძიება გაიმართა.

მათ შორის, მუსიკის მასწავლებლის - მარინა სიხუაშვილის ხელმძღვანელობით, განხორციელდა პროექტი - „ბულინგი“, რომლის მიზანიც იყო მოსწავლეებს გაეაზრებინათ „ბულინგის“ არსი, გაეცნობიერებინათ ის რის-ფაქტორები რაც ჩაგვრას მოსდევს და აემაღლებინათ ცნობიერება საკითხის შესახებ. 

პროექტის ფარგლებში მოეწყო ფილმის - „ზღარბი“ ჩვენება.

მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები „ბულინგის“ შესახებ, ასევე მოამზადეს კედლის გაზეთი, რომლის შექმნაში მათ დაეხმარათ ხელოვნების მასწავლებელი მაია თხინვალელი.

X კლასის მოსწავლე ნია ქეშელაშვილმა კი დაამზადა ბუკლეტი. ბავშვებმა ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, შექმნეს ჰიმნი ბულინგზე და ჩაგვრა დაგმეს. ასევე შეისწავლეს და შეასრულეს სიმღერები მეგობრობაზე. ასევე, მე-3 კლასის მოსწავლეებმა გაითამაშეს თემატური სიტუაციები. 

პროექტის დასასრულს კი მათ გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203