
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რატევანის საჯარო სკოლაში პედაგოგის პროფესია, მათი შრომა და მომავალი თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი წვლილი დაფასებული და პატივსაცემია.
რატევნის საჯარო სკოლა დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ულოცავს ამაგდარ მასწავლებელს - მარიამ რეხვიაშვილს 80 წლის იუბილეს.
პედაგოგის მრავალწლიანი შრომა, პროფესიონალიზმი, საქმისადმი ერთგულება არაერთი თაობის აღზრდა-განათლებას დაეთმო, რასაც სკოლაში აფასებენ და დიდი პატივისცემით აღნიშნავენ.
„ძვირფასო მარიამ მასწავლებელო,
რატევნის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები და მოსწავლეები გულითადად გილოცავთ 80 წლის იუბილეს!
თქვენი მრავალწლიანი შრომა, პროფესიონალიზმი, სიკეთე და ახალგაზრდების აღზრდაში შეტანილი უდიდესი წვლილი ფასდაუდებელია. არაერთი თაობა გაიზარდა თქვენი ცოდნით, სიყვარულითა და მზრუნველობით, რისთვისაც უდიდეს მადლობას გიხდით.
გისურვებთ ჯანმრთელობას, სიხარულს, სიმშვიდეს, ოჯახის სითბოსა და ბედნიერებით სავსე მრავალ წელს. თქვენი ცხოვრების გზა ყოველთვის იყოს განათებული სიყვარულით, პატივისცემითა და იმ მადლიერებით, რომელსაც თქვენ გარშემომყოფებში იმსახურებთ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ იუბილეს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს! პატივისცემით, რატევნის საჯარო სკოლა“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.