
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაციხის და ქუთაისის N24 საჯარო სკოლების ორ-ორი მოსწავლისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა ბათუმში, საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში ბრწყინვალედ იასპარეზა.
ბადმინტონში, იმერეთის რეგიონის ჩემპიონებმა დაამარცხეს ქვემო ქართლის, გურიის, რაჭის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გუნდები და III ადგილი და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს.
გუნდში ირიცხებიან - ქვაციხის სკოლის ვაჟთა და ქუთაისის N24 სკოლის გოგონათა გუნდების წევრები - ნიკა გამეზარდაშვილი, ფრიდონ სარალიძე (ქვაციხის საჯარო სკოლა), ელენე შეყლაშვილი და ნინი გვენეტაძე (ქუთაისის N24).
„ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას მოსწავლეებს და მასწავლებლებს: დავით ბიწაძეს და მამუკა ძოძუაშვილს“,- აღნიშნავენ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაციხის საჯარო სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: