
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლაში მე-9 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.
დამამთავრებელი კლასის დამრიგებლის - ლუსინე კალაჩიანის ხელმძღვანელობით დაიგეგმა დაუვიწყარი ღონისძიება.
ღონისძიებას მუსიკალური ნომრები, მისალოცი სიტყვები და ემოციური გამოსვლები ამშვენებდა.
საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულება სასკოლო საზოგადოებამ მოსწავლეებს დიდი სიყვარულით მიულოცა. მასწავლებლებმა მეცხრეკლასელებს წარმატებები უსურვეს და იმედი გამოთქვეს, რომ ისინი მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას ღირსეულად გამოიყენებენ.
მოსწავლეებთან გამომშვიდობება განსაკუთრებით ემოციური იყო დამრიგებლის - ლუსინე კალაჩიანისთვის.
„თითქოს გუშინ იყო მშიშარა პატარებმა რომ შემოაბიჯეთ ჩვენს სკოლაში და დღეს უკვე დამოუკიდებლები და მონდომებულები გვემშვიდობებით.
9 წლის განმავლობაში ამ სკოლამ გასწავლათ ადამიანობა, მეგობრობა, თანამშრომლობა და ერთმანეთის მხარდაჭერა.
დირექციისა და მასწავლებელთა სახელით მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ სითბოსა და სიხარულისთვის, რითაც შეავსეთ ეს სკოლა.
უღრმეს მადლობას ვუხდით ასევე თქვენს მშობლებს, რადგან მასწავლებლებს გვერდში გვიდგანან და აქტიურად თანამშრომლობდნენ ამდენი წლის განმავლობაში.
საყვარელო კურსდამთავრებლებო, მიუხედავად იმისა, სად მიჰყვებით ცხოვრების გზაზე, გახსოვდეთ, წარმატების საიდუმლო შრომისმოყვარეობაში, მონდომებასა და გულწრფელობაში იმალება.
ნათელ მომავალსა და წარმატებებს გისურვებთ.
უერთგულეთ თქვენს ფესვებსა და თქვენი სკოლის დიდ სახელს.
გვჯერა თქვენი და ვიცით რომ არაერთხელ უნდა ვიამაყოთ თქვენი წარმატებებით“,- აღნიშნავს ბუნების მასწავლებელი ლუსინე კალაჩიანი.
იხილეთ ფოტოები: