მე-4 კლასელთა ზღაპრული გამოსაშვები ღონისძიება ჩოლურის საჯარო სკოლასთან შერწყმულ საყდრის სკოლაში
22-06-2026

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლასთან შერწყმულ საყდრის სკოლაში სასწავლო წლის მიწურულს მე-4 კლასელთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. 

სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო ცხოვრების ოთხი წელიწადი ლამაზი ღონისძიებით შეაჯამეს.

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ და მაყურებლებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.  

ბავშვებმა წარმატებით წარმოაჩინეს თუ რამდენი რამ ისწავლეს ამ ოთხი წლის განმავლობაში და გულთბილი სიტყვებით გამოემშვიდობნენ დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს. 

„ღონისძიება იყო სასიამოვნო და სიყვარულით სავსე. ბავშვებმა ლამაზად წარმოადგინეს ლექსები და სიმღერები. პედაგოგები ვულოცავთ ახალ ეტაპზე გადასვლას“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს მე-4 კლასის წამრატებით დამთავრებას კიდევ ერთხელ ულოცავენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203