მუხროვანის საჯარო სკოლიდან საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულები ღონისძიებით გააცილეს 
22-06-2026

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხროვანის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის მიწურულს საბაზო საფეხურის მოსწავლეთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულების აღსანიშნად სკოლაში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელმაც მთელი სკოლა გააერთიანა.

ღონისძიება მრავალფეროვანი, საინტერესო და სახალისო პროგრამით წარიმართა. 

მოსწავლეებმა გაიხსენეს სკოლაში გატარებული წლები და დაუვიწყარი მოგონებები, მადლობა გადაუხადეს დირექციასა და მასწავლებლებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის. მოსწავლეთა თეთრი პერანგები დღის ბოლოს კეთილი სურვილებით აჭრელდა. 

„ეს დღე განსაკუთრებული და ემოციური იყო ჩვენი მოსწავლეებისთვის, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს საბაზო საფეხური.

ვულოცავთ თითოეულ მათგანს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და ვუსურვებთ წარმატებებს შემდგომ სასწავლო გზაზე, ახალი მიზნების დასახვასა და ოცნებების ახდენას.

მადლობას ვუხდით პედაგოგებსა და მშობლებს გაწეული შრომისა და მხარდაჭერისთვის. გისურვებთ ნათელ მომავალს, საინტერესო თავგადასავლებსა და მრავალ წარმატებას! გილოცავთ საბაზო საფეხურის დასრულებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა დიდი გულშემატკივრებად რჩებიან. 

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203