
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის Vბ კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ სალომე თადუმაძის ხელმძღვანელობით, განახორციელეს საინტერესო საგანმანათლებლო პროექტი - „ჩემი ქუთაისი“.
ინტეგრირებულმა სასწავლო პროექტმა გააერთიანა ქართული ენა და ლიტერატურა, ბუნებისმეტყველება და ხელოვნება, რამაც მოსწავლეებს საშუალება მისცა მშობლიური ქალაქი სხვადასხვა საგნის ჭრილში შეესწავლათ.
ჯგუფური, ინტეგრირებული, პროექტზე დაფუძნებული სწავლების ფორმატში განხორციელებული აქტივობების ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნენ ქუთაისის მდიდარ ისტორიას, გეოგრაფიულ მდებარეობას, კულტურულ მემკვიდრეობასა და მის მნიშვნელოვან როლს ქვეყნის განვითარებაში.
მასწავლებელმა მიმართა ისეთი სწავლების მეთოდებს, როგორიცაა:
როგორც სკოლაში გვეუნებიან პროექტის მიზანია: მოსწავლეებმა შეისწავლონ მშობლიური ქალაქის, ქუთაისის ისტორია, გეოგრაფიული მდებარეობა და კულტურული მნიშვნელობა და შეძლონ ინტეგრირებულად, შემოქმედებითი გზით წარმოაჩინონ მოძიებული ინფორმაცია და ცოდნა მშობლიური ქალაქის შესახებ.
განივითარონ:
შთამბეჭდავია შედეგიც: მოსწავლეებმა ჯგუფურად შექმნეს მოცულობითი საპრეზენტაციო პოსტერები, რომლებზეც დაიტანეს მოძიებული და დამუშავებული ინფორმაციები ქალაქ ქუთაისის ისტორიისა და განვითარების შესახებ, ასევე წარმოადგინეს მათი ხელით შექმნილი ბაგრატის ტაძრის ნახატები, როგორც ქალაქ ქუთაისის ვიზუალური სიმბოლო, პრეზენტაციები კი წარადგინეს ჯგუფების მიხედვით, რაც მათ დაეხმარათ როგორც თემის გააზრებაში, ისე თანამშრომლობის, შემოქმედებითობის, პრობლემის გადაჭრისა და პრეზენტაციის უნარების განვითარებაში.
პროექტის განხორციელებისას განსაკუთრებული იყო მასწავლებლის, სალომე თადუმაძის, როლი, რომელმაც მოსწავლეებს მრავალფეროვანი საინფორმაციო რესურსები შესთავაზა, უწევდა მენტორობას და ქმნიდა გარემოს, სადაც თითოეულ ბავშვს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება ეძლეოდა.
რა თქმა უნდა, არ გამორჩენია, ჯგუფურ მუშაობაში მოსწავლეების ინდივიდუალური უნარების მუდმივი წახალისება და შეფასება.
იხილეთ ვიდეო