
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში წარმატებით გაიმართა კონფერენცია თემაზე - „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში“.
ღონისძიებამ გააერთიანა სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლები, პედაგოგები, განათლების სფეროს პროფესიონალები და ახალგაზრდები, რომლებმაც ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება, წარმატებული პრაქტიკები და ახალი ხედვები.
მონაწილეები კონფერენციაზე საინტერესო თემებით, პროექტებითა და მოხსენებებით წარდგნენ.
დღე, იდეებით, გამოცდილებითა და შთაგონებით იყო სავსე.
„პარალელურ სესიებში განხილული საინტერესო თემები, აქტიური დისკუსიები, განსხვავებული მოსაზრებები და თანამშრომლობის სურვილი კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებს, რომ განათლება მხოლოდ ცოდნის გადაცემა კი არა, დემოკრატიული ღირებულებების, თანამონაწილეობისა და პასუხისმგებლობის კულტურის შექმნის პროცესია“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო: