
ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეები გურიის კულტურულ-ისტორიულ ღირსშესანიშოაბებს გაეცნენ.
18 ივნისს, სკოლის მეექვსე კლასის დამრიგებელმა, ოლია აბულაძემ და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, მთვარისა ახვლედიანმა, მოსწავლეებისა და მათი მშობლებისათვის მოაწყვეს ექსკურსია გურიაში, რომელმაც დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა თითოეულ მონაწილეზე.
„სიყვარულმა მოგვიყვანა, ჩვენო გურია!“ - აღნიშნეს ბავშვებმა და ამ ულამაზესი კუთხის სილამაზით მოიხიბლნენ.
მოსწავლე-მასწავლებლებმა მოინახულეს დიდებული ადგილები:
უდაბნოს მამათა მონასტერი;
ერკეთის დედათა მონასტერი;
შემოქმედის ტაძარი;
ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი;
ანა კალანდაძის სახლი შორიდან,
(რადგან მუზეუმი ახლა ეწყობა)
და გურიელების სასახლე.
„მართლაც, როგორც პოეტს უთქვამს: „სიცოცხლის სამოსახლოა ჩვენი პატარა გურია“,- აღნიშნავენ ექსკურსიიდან დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნებული მოსწავლე-მასწავლებლები.
იხილეთ ფოტოები: