ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა. პედაგოგები სწავლებისას მიმართავდნენ სხვადასხვა სასწავლო მეთოდსა და სტრატეგიას, შედეგად კი წარმატებით მიაღწიეს ეროვნულ სასწავლო მიზნებს და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი განათლება.
მათ შორის, სკოლის X კლასმა, სამოქალაქო განათლების პროექტული სწავლების ფარგლებში, სამოქალაქო განათლების მასწავლებლის - ჟანა ხაჩატურიანის ხელმძღვანელობით, განახორციელა სასკოლო პროექტი - „როგორ და რატომ უნდა შევიტანო წვლილი სასკოლო საზოგადოებაში მედიაწიგნიერების უნარების განვითარებისთვის?“
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მიზანი გახლდათ: სასკოლო საზოგადოებაში მედიაწიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარება.
მიზნის მისაღწევად კი განხორციელდა შემდეგი ამოცანები: მედიაწიგნიერებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ სასკოლო საზოგადოების ინფორმირება; სასკოლო საზოგადოებაში მედიაწიგნიერების უნარების განვითარების ხელშეწყობა.
სკოლაში, მეშვიდედან მეცხრე კლასის ჩათვლით ჩატარდა კვლევა მედიაწიგნიერების ცნობიერების ხარისხის დასადგენად. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ, სასკოლო საზოგადოება იცნობს მედიაწიგნიერების არსს, იაზრებს მის მნიშვნელობას და გააჩნია შესაბამისი უნარები.
ბოლო აქტივობა იყო სოციალური რეკლამის კონკურსი ზემოთ აღნიშნულ კლასებს შორის, რომლის მიზანიც იყო მოსწავლეებმა, შემოქმედებითი უნარების გამოყენებით, ხელი შეუწყონ საზოგადოების ინფორმირებას დეზინფორმაციის შედეგების შესახებ.
გამოვლინდა სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული კლასები. პირველი ადგილი მოიპოვა მეცხრე კლასმა.
იხილეთ ფოტოები: