
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რატევანის საჯარო სკოლაში გაიმართა განსაკუთრებული და ემოციური ღონისძიება, რომლითაც პირველკლასელებმა ანბანის წარმატებით შესწავლა იზეიმეს.
ღონისძიებით მოსწავლეებმა სასწავლო წელი დააგვირგვინეს.
პატარები დამსწრე საზოგადოების წინაშე შთამბეჭდავი სანახაობით წარდგნენ. წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები, თეატრალური დადგმებიც გაითამაშეს და წარმატებით წარმოაჩინეს თუ რამდენი რამ ისწავლეს ამ ერთი სასწავლო წლის განმავლობაში.
პატარებმა განსაკუთრებული სიამაყით აღავსეს მასწავლებელი, მან პირველკლასელებს მე-2 კლასში გადასვლა მიულოცა და ახალ სასწავლო წლამდე დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით დაემშვიდობა.
იხილეთ ფოტოები: