ქუთაისის N4  სკოლის მე-8 კლასელთა მრავალფეროვანი და შინაარსიანი აქტივობებით გამორჩეული სასწავლო წელი 
19-06-2026

ქუთაისის №4 საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლეებისთვის მიმდინარე სასწავლო წელი მრავალფეროვანი და შინაარსიანი აქტივობებით იყო გამორჩეული.

კლასის ხელმძღვანელის - ქეთევან კობეშავიძის ინიციატივით, გაიმართა ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიცია სახელწოდებით - „ ...და საქართველოს ციხეებზე მზის შუბოსანი დგას მეციხოვნედ მარადისობა!..“, რომელმაც მოსწავლეებს ეროვნული ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის უკეთ გაცნობის შესაძლებლობა მისცა.

მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების - „მუზეუმი და ეთნოკულტურული ტრადიციების რეტროსპექტივა - ღამე მუზეუმში“ - ფარგლებში მოსწავლეები საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობებში ჩაერთნენ. ასევე ესტუმრნენ შემოქმედებით სახლს -„ჯარისკაცის მამა“.

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნულმა აქტივობებმა ხელი შეუწყო მათ ინტელექტუალურ, კულტურულ და მოქალაქეობრივ განვითარებას, რაც სასწავლო წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203