ქარცეფის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო მიღწევები ღონისძიებით აღნიშნეს 
19-06-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარცეფის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული და შთამბეჭდავი ღონისძიება - „ანბანის გაცილება“ გაიმართა.

ზეიმი პირველკლასელებმა მოაწყვეს და ამით ანბანის წარმატებით შესწავლა აღნიშნეს.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი პროგრამა წარუდგინეს. მათ ლექსების, სიმღერების, შემოქმედებითი ნომრების მეშვეობით წარმოაჩინეს ის ცოდნა და უნარები, რაც პირველი სასწავლო წლის მანძილზე შეიძინეს.

ბავშვებმა განსაკუთრებული სიყვარულითა და მონდომებით წარმოადგინეს ანბანის თითოეული ასო. ანბანის შესწავლით კი იწყება ცოდნისა და განათლების სამყაროში მოგზაურობა.

ბავშვებისთვის ეს ღონისძიება დაუვიწყარ მოგონებად იქცა, მასწავლებელი და მშობლები კი სიამაყით აავსო. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203