ანაზღაურება 3040 ლარია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნა 2 ივლისის ჩათვლით შეგიძლიათ
19-06-2026

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი შიდა აუდიტის სამსახურის კოორდინატორის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.

განაცხადის გაკეთება 19 ივნისიდან 02 ივლისის ჩათვლითაა შესაძლებელი ვებგვერდზე - vacancy.hr.gov.ge

თანამდებობრივი სარგო 3040 ლარია; 

რა ფუნქციები დაეკისრება შიდა აუდიტის სამსახურის კოორდინატორის პოზიციაზე დასაქმებულ პირს:

ა) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება (სისტემური აუდიტი); 

ბ) შიდა აუდიტის ობიექტის საქმიანობის პოლიტიკასთან, გეგმებთან, პროცედურებთან, კანონებსა და სხვა მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შემოწმება და შეფასება (შესაბამისობის აუდიტი);

გ) შიდა აუდიტის ობიექტის მიერ განხორციელებული ღონისძიებების, ოპერაციების, პროგრამების, დაწესებულების ორგანიზაციული მოწყობისა და სისტემების ობიექტური და საიმედო შეფასება მათი ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის პრინციპებთან შესაბამისობის დადგენისა და გაუმჯობესების პოტენციალის გამოვლენის მიზნით (ეფექტიანობის აუდიტი);

დ) შიდა აუდიტის ობიექტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით (ფინანსური აუდიტი);

ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით (ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი);

ვ) ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის აუდიტის განხორციელების პროცესის კოორდინაცია;

ზ) აუდიტორული შემოწმებების შედეგად გაცემული რეკომენდაციების შემდგომი შესრულების შეფასება და მონიტორინგის პროცესის კოორდინაცია;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, ცენტრის სტრუქტურული ერთეულების კონსულტირება;

ი) ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას;

კ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203