მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში სკოლამდელი აღსაზრდელების გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა, რომელმაც მოსწავლეების, მშობლებისა და პედაგოგების დიდი მოწონება დაიმსახურა.
პატარებმა სტუმრებს მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი პროგრამა წარუდგინეს - შეასრულეს ლექსები, სიმღერები და სახალისო ნომრები.
გამოსაშვები ზეიმი ემოციური და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა როგორც აღსაზრდელებისთვის, ისე მათი მშობლებისა და მასწავლებლებისთვის. ღონისძიებამ შეაჯამა სკოლამდელი განათლების ეტაპი და ბავშვებს სასკოლო ცხოვრებისკენ გაუხსნა გზა.
სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის მასწავლებლებს - თამუნა შამანაძესა და ელვინა იუსუბოვას, რომლებმაც მთელი წლის განმავლობაში დიდი პასუხისმგებლობით, სიყვარულითა და პროფესიონალიზმით იზრუნეს ბავშვების განვითარებაზე.
დღემ უამრავი სასიამოვნო ემოცია, სიხარული და დაუვიწყარი მოგონება დატოვა პატარებს. მომავალ პირველკლასელებს წინ საინტერესო და წარმატებული სასკოლო ცხოვრება ელით.
იხილეთ ფოტოები: