მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში მე-4ა კლასის მოსწავლეთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.
განსაკუთრებული სითბოთი და ემოციებით დატვირთულ დღეს მოსწავლეებმა მე-4 კლასის წარმატებით დასრულება აღნიშნეს და მადლიერებით დაემშვიდობნენ თავიანთ პირველ მასწავლებელს - მზევინარ საგინაძეს.
მოსწავლეებმა მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამა წარმოადგინეს - მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და საცეკვაო ნომრები, წარმატებით წარმოაჩინეს ის ცოდნა და უნარები, რაც ამ ოთხი წლის მანძილზე შეიძინეს.
დამრიგებლის, მშობლების, მასწავლებლებისთვის ეს დღე განსაკუთრებული სიამაყისა და სიხარულის მომტანი აღმოჩნდა.
მოსწავლეებმა მასწავლებელს მათ განათლებაში ჩადებული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. მასწავლებელმა კი მოსწავლეებს გზა დაულოცა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა.
იხილეთ ფოტოები: