ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა დაუვიწყარი გამოსაშვები ღონისძიება 
19-06-2026

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული და ემოციური ღონისძიება გაიმართა, რომელიც მე-4 კლასის მოსწავლეთა დაწყებითი საფეხურის წარმატებით დასრულებას მიეძღვნა. 

საზეიმო ღონისძიება სკოლის დირექტორისა და პედაგოგის - ირმა გელაძის, და მეოთხეკლასელთა ორგანიზებით მოეწყო.

მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი პროგრამა წარუდგინეს. მათ ლექსებით, სიმღერებით, ცეკვებითა და გულწრფელი სიტყვებით კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს ის ცოდნა და უნარები, რომელიც დაწყებითი საფეხურის პირველი ოთხი წლის განმავლობაში შეიძინეს.

ღონისძიება სავსე იყო სითბოთი, სიყვარულითა და მადლიერების განცდით, რაც განსაკუთრებით იგრძნობოდა მოსწავლეთა, მასწავლებლებისა და მშობლების ემოციურ გამოსვლებში. ეს დღე მნიშვნელოვანი ეტაპი იყო მეოთხეკლასელების ცხოვრებაში, რადგან მათ წარმატებით დაასრულეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი და ახალი გამოწვევებისა და შესაძლებლობებისკენ თამამად გადადგეს ნაბიჯი.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიებას განსაკუთრებული ელფერი შესძინა მედიის წარმომადგენლების ვიზიტმა.

„ჩვენს მოსწავლეებსა და პედაგოგებს სტუმრობდა „აჭარის ტელევიზიის“ პოპულარული გადაცემა „ერთი დღე სოფელში“, მის უცვლელ და მომხიბვლელ წამყვანთან ნათია თავდგირიძესთან ერთად. სატელევიზიო გუნდმა ასახა საზეიმო განწყობა და ჩაწერა ინტერვიუები“,- გვეუბნებიან სკოლაში და მადლობას უხდიან ტელეკომპანია „აჭარას“ და პირადად ნათია თავდგირიძეს სკოლის ცხოვრებით დაინტერესების, მოსწავლეების წახალისებისა და საინტერესო გასაუბრებისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203