
ქუთაისის N15 საჯარო სკოლაში კიდევ ერთხელ გაცოცხლდა ყველასათვის საყვარელი ქართული ზღაპარი - „რწყილი და ჭიანჭველა“, თუმცა ამჯერადაც სრულიად განსხვავებული და შემოქმედებითი ფორმით.
ორი წლის წინ დაწყებული საინტერესო საგანმანათლებლო ექსპერიმენტმა ახალი სიცოცხლე შეიძინა და მოსწავლეებს მათემატიკის სამყაროში სახალისო მოგზაურობის შესაძლებლობა მისცა.
წლების შემდეგ პროექტი განახლებული ფორმით დაბრუნდა. უკვე გაზრდილმა მოსწავლეებმა თავად მოირგეს ზღაპრის პერსონაჟების როლები და თავიანთი სამსახიობო ნიჭით გააცოცხლეს საყვარელი გმირები.
„ორი წლის წინ ჩვენს სკოლაში ერთი საინტერესო ექსპერიმენტი ჩავატარეთ - ძველი, ყველასათვის საყვარელი ზღაპარი - „რწყილი და ჭიანჭველა“ სრულიად უცნაურ, მათემატიკურ სამყაროში გადავიტანეთ. მაშინ ჩემი პატარა მეხუთეკლასელები დიდი მონდომებით ხსნიდნენ ამოცანებს ჭიანჭველას გადასარჩენად.
ახლა კი... ის ყოფილი მეხუთეკლასელები გაიზარდნენ და თავად მოირგეს პერსონაჟების როლები, ხოლო რწყილის დასახმარებლად დავალებებსა და მათემატიკურ გამოწვევებს ჩვენი ახლანდელი საზრიანი მეხუთეკლასელები გაუმკლავდნენ, თან საკმაოდ წარმატებით“,- გვიყვებიან სკოლაში და ღონისძიების ამსახველ ფოტომასალას გვიზიარებენ: