„მატერიალური კულტურული ძეგლის შესწავლა და წარმოჩენა“- ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს 
19-06-2026

ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა. იმისთვის, რომ მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი და საფუძვლიანი განათლება პედაგოგები მრავალფეროვან სასწავლო მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავდნენ. მათ შორის, ხაზგასასმელია პროექტებით სწავლება, რომელიც მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ. 

აღსანიშნავია, სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეთა პროექტი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებაში თემაზე - მატერიალური კულტურული ძეგლის შესწავლა და წარმოჩენა. მოსწავლეები პროექტში ხალისით ჩაერთნენ და ორ ჯგუფად გადანაწილდნენ. 

პირველმა ჯგუფმა წარმოადგინა სოფელ აზავრეთის ტაძრის შესახებ ინფორმაცია, ამჟამინდელი სავალალო მდგომარეობა, ადგილზე შეისწავლა ძეგლი, დაათვალიერა და დააფიქსირა არსებული პრობლემები. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა ისაუბრეს აზავრეთის ტაძრის არქიტექტურაზე, მის განსხვავებულ გეგმაზე, დეკორატიულ ელემენტებზე, რელიეფებზე და ა.შ.

მე-2 ჯგუფმა კი შეისწავლა ჯავახეთის ტერიტორიაზე არსებული ძველი აღთქმის სიუჟეტებზე, კერძოდ კი წმ. წწ. დანიელი ლომთა ხაროში და წმ. წწ. იონას ვეშაპის მიერ შთანთქმისა და ამონთხევის თემაზე შექმნილი რელიეფები, მათ მახასიათებლები, რომლებიც სხვადასხვა ტაძარზე გვხვდება და თითქმის ერთ პერიოდშია შესრულებული და X საუკუნით თარიღდება. 

ასევე, პრეზენტაციისას გაამახვილეს ყურადღება ამ რელიეფების სქემატურ გამოსახულებებზე, პერსონაჟების პოზებსა და დეკორატიულ გაფორმებაზე.

აგრეთვე, გააკეთეს შედარებითი ანალიზი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებულ იგივე თემატიკის რელიეფებზე. მსმენელებთან გამართეს დისკუსია კითხვაზე: თუ რამ განაპირობა, ერთ პერიოდში, X საუკუნეში, ჯავახეთის დარბაზული ტიპის ტაძრებზე, ერთნაირი თემატიკის გამოსახულებების არსებობა?

პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითი აღმოჩნდა. 

სასწავლო პროცესს  სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი გიორგი მეტრეველი ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203