ქუთაისის N32 სკოლის მოსწავლე ელენე ინასარიძე ხმლით ფარიკაობაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია
22-06-2026

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესები მხარდაჭერილია, სპორტული ცხოვრება წახალისებული, მათი მიღწევები კი საამაყო. 

ამჯერად, სკოლაში მოსწავლის, ხმლით მოფარიკავის - ელენე ინასარიძის ბრწყინვალე წარმატებით ხარობენ. 

ელენე ინასარიძე ხმლით ფარიკაობაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია.

მე-8 კლასელმა საერთაშორისო ტურნირში - Burgas Cup  - ოქროს მედალი მოიპოვა. მან ფინალში რუმინელი კარლა ლისნეანუ, ანგარიშით 15:5 დაამარცხა. 

მოსწავლის გამარჯვებით განსაკუთრებულად ამაყია მისი კლასის დამრიგებელი რუსუდან ხობუა

„ელენე ინასარიძე დაბრუნდა ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირიდან, სადაც ბრწყინვალედ იასპარეზა ხმლით ფარიკაობაში და ჩამოიტანა „ოქრო!“

ის ერთადერთი გოგონა იყო საქართველოდან წარგზავნილი ამ ტურნირში!

ელენე ჩემი სადამრიგებლოს (VIII ა კლ.) მოსწავლეა და არა მარტო კარგი მოფარიკავე, საუკეთესო მოსწავლე!

უკვე იწყებს მზადებას ევროპის ჩემპიონატისათვის.თავის მწვრთნელ ბატ. დათო ბუხაიძესთან ერთად!

მთელი გულით ვუსურვებთ წარმატებას!!!

დაე, „ბევრი“ ელენე ჩემს სკოლასა და სამშობლოს!!!“- აღნიშნავს დამრიგებელი. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203