„კითხვის ალქიმია“ - ლიტერატურა, როგორც კრიტიკული აზროვნების ლაბორატორია ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში 
19-06-2026

10 ივნისს, ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის ინგლისური ენის კლუბმა - „Beam With Books“ წარმატებით შეაჯამა კომპლექსური საგანმანათლებლო პროექტი -„კითხვის ალქიმია“.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ინიციატივა მიზნად ისახავდა მოსწავლეებში უცხოური ენობრივი კომპეტენციების ამაღლებასა და ლიტერატურული ანალიზის საფუძველზე კრიტიკული აზროვნების განვითარებას.

პროექტის ფარგლებში კლუბის წევრებმა იმუშავეს ართურ კონან დოილის „შერლოკ ჰოლმსის“ ორიგინალ ტექსტზე. საგანმანათლებლო პროცესი მოიცავდა რამდენიმე მნიშვნელოვან ეტაპს:

  • აკადემიური წერა და საერთაშორისო სტანდარტები: მოსწავლეებმა შეისწავლეს და პრაქტიკაში დანერგეს Cambridge-ის საერთაშორისო საგამოცდო ფორმატის (FCE B2 დონე) ერთ-ერთი წამყვანი კომპონენტი - რეცენზიის (Review) წერა;
  • ვერბალური კომუნიკაცია და რეფლექსია: განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო B2 დონის ზეპირმეტყველების (Speaking) II და III ნაწილების სტრუქტურულ დამუშავებას, რაც არგუმენტირებულ მსჯელობასა და ინტერაქციას გულისხმობს;
  • კომპარატიული ანალიზი: კლუბში განხორციელდა ნაწარმოების ლიტერატურული ვერსიებისა და სხვადასხვა ეკრანიზაციის შედარებითი ანალიზი, რამაც ხელი შეუწყო ინტერტექსტუალური კავშირების იდენტიფიცირებას.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის ინტერდისციპლინური და აკადემიური გაძლიერების მიზნით, კლუბს საჯარო ლექციით სტუმრობდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ნათია ქვაჩაკიძე. ლექციამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მოსწავლეთა თეორიული ცოდნის გაღრმავებაში.

საგანმანათლებლო-შემოქმედებითი ციკლის დასკვნით აკორდად იქცა კლუბის წევრთა საავტორო ნაშრომი - სპექტაკლი „The Silence In His Mind“ („დუმილი მის გონებაში“), რომელიც დოქტორ ვატსონის პერსპექტივიდან ასახავდა ნაცნობ სიუჟეტს. ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული საპატიო სტუმრები, მშობლები და აკადემიური წრის წარმომადგენლები.

კლუბის ხელმძღვანელი და დამფუძნებელი, ინგლისური ენის მასწავლებელი თამარ ციცვიძე, მადლიერებას გამოხატავს თითოეული მხარდამჭერის, სკოლის ადმინისტრაციის, კოლეგისა და მშობლის მიმართ, რომელთა თანადგომამაც უზრუნველყო ამ მასშტაბური და დაუვიწყარი საგანმანათლებლო დღის მაღალ დონეზე ჩატარება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203