„დღესასწაული სასწაულ ბავშვებთან“ - სკოლა „ანაბასისის“ შთამბეჭდავი საბავშვო ფესტივალი
18-06-2026

სკოლა „ანაბასისის“ ისტორიას კიდევ ერთი დაუვიწყარი ფურცელი შეემატა. სკოლაში საბავშვო ფესტივალი გაიმართა. 

„ეს იყო დღე, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ სასწაულები ნამდვილად არსებობენ“,- გვეუბნებიან ღონისძიების შეფასებისას სკოლაში და შთამბეჭდავი სანახაობის შესახებ გვიყვებიან. 

სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სიმღერა, ცეკვა, თეატრალური ნომრები, შემოქმედებითი წარმოდგენები, ბავშვური გულწრფელობა და უსაზღვრო ენერგია. თითოეულმა მოსწავლემ წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები, ნიჭი, ფანტაზია და შრომის შედეგი.

„ეს იყო დღე, სადაც გამარჯვებული ყველა იყო - ყველა ბავშვი, რომელმაც გაბედა სცენაზე გამოსვლა, იშრომა, იოცნება და საკუთარი შესაძლებლობები გაგვიზიარა.

განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მოსწავლეებს, პედაგოგებს, კლასის ხელმძღვანელებს, ქორეოგრაფებს, მშობლებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ულამაზესი ფესტივალის შექმნაში თავისი წვლილი შეიტანა.

მადლობას ვუხდით ჩვენს ძვირფას სტუმრებს, საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, კოლეგებს, მშობლებსა და მეგობრებს, რომლებმაც თავიანთი დრო დაგვითმეს და ბავშვების შრომა და მონდომება დააფასეს.

30 წლის „ანაბასისის“ ისტორიაში ეს დღე კიდევ ერთ ნათელ ფურცლად დარჩება.

დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩვენი ყველაზე დიდი წარმატება შენობები, პროგრამები და სტატისტიკა კი არა, ბავშვები არიან - ბავშვები, რომლებიც სწავლობენ, ქმნიან, თანამშრომლობენ, ლიდერობენ, ოცნებობენ და საკუთარი მომავლისკენ თავდაჯერებულად მიაბიჯებენ.

მადლობა ყველას, ვინც ამ დღის ნაწილი იყო.

და ბოლოს - თუ ვინმე გვკითხავს, არსებობენ თუ არა სასწაულები, ჩვენ თამამად ვუპასუხებთ:

დიახ, არსებობენ. ისინი ყოველდღე დადიან სკოლა „ანაბასისში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეოკლიპი, რომელიც ღონისძიების ყველაზე ემოციურ და შთამბეჭდავ კადრებს აერთიანებს

ასევე, იხილეთ ადგილობრივი ტელევიზიის მომზადებული სიუჟეტი სკოლის ფესტივალის შესახებ

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203