„ეტალონის“ მხარდაჭერა და ძალისხმევა ფასდაუდებელია მომავალი თაობისთვის“  - ხორენიის საჯარო სკოლის პედაგოგი ლეილა დათაშვილი etaloni.ge-მ დააჯილდოვა
19-06-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლეილა დათაშვილი etaloni.ge-მ დააჯილდოვა. 

etaloni.ge-ს თანამოაზრე სკოლის აქტიურ პედაგოგს საგანმანათლებლო-შემეცნებითმა ვებ-გვერდმა სასკოლო აქტივობა-სიახლეების, სკოლის, მოსწავლეებისა და სასკოლო საზოგადოების წარმოჩენისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის სპეციალური სიგელი მიანიჭა. 

ლეილა დათაშვილი etaloni.ge-სთან წარმატებით თანამშრომლობს და სასკოლო საზოგადოების წარმოჩენის ეროვნულ საქმეში ჩვენს გვერდით დგას.

პედაგოგს ახარებს დაფასება.

„გულითადად გიხდით მადლობას „ეტალონის“ მთელ გუნდს იმ დაუღალავი შრომისა და თავდადებისთვის, რომელსაც ახალგაზრდების განათლებისა და განვითარების საქმეში დებთ.

„ეტალონში“ მონაწილეობამ მომცა არა მხოლოდ საკუთარი ცოდნის წარმოჩენის შესაძლებლობა, არამედ თავდაჯერებულობა, მოტივაცია და ახალი გამოცდილება. თქვენ მიერ შექმნილი გარემო ახალგაზრდებს აძლევს სტიმულს, იბრძოლონ წარმატებისთვის, ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობები და მუდმივად ისწრაფოდნენ უკეთესისკენ.

მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც ამ მნიშვნელოვან საქმეში მონაწილეობს. თქვენი მხარდაჭერა და ძალისხმევა ფასდაუდებელია მომავალი თაობისთვის.

გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას, წინსვლასა და კიდევ ბევრ საინტერესო პროექტს, რომელიც ახალგაზრდების განვითარებასა და განათლებას შეუწყობს ხელს.

ღრმა პატივისცემით და მადლიერებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ხორენიის საჯარო სკოლის ქართული ენა ლიტერატურის და ეტალონ მასწავლებელი, ლეილა დათაშვილი!“,- ვკითხულობთ პედაგოგის მადლობის წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203