
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში აზიარებენ ცოდნას და იძენენ ახალ გამოცდილებას.
სკოლის მოსწავლეები აქტიურად შეუერთდნენ მოსწავლეთა და სტუდენტთა ყოველწლიურ, ერთობლივ კონფერენციას - EduFuture2026
ფორუმის მთავარი თემა იყო „ახალი თაობა ციფრული სამყაროსთვის: განათლება, ხელოვნური ინტელექტი (AI) და კიბერუსაფრთხოება“.
ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეთა, სტუდენტთა და ახალგაზრდა მკვლევართა აქტიური აკადემიური ჩართულობის ხელშეწყობას, სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას და თანამედროვე ციფრული სამყაროს გამოწვევებზე ახალგაზრდების ხედვების წარმოჩენას.
EduFuture 2026გახლდათ მოსწავლეთა და სტუდენტთა რიგით მე-4 ყოველწლიური ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) ჩატარდა.
სკოლაში მადლობას უხდიან უნივერსტიტეტს ახალგაზრდა თაობის წახალისებისა და მოტივაციისთვის.
იხილეთ ფოტოები: