ხორენიის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი შეაჯამეს და მოსწავლეთა მიღწევები აღნიშნეს
18-06-2026

ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის სოფელ  ხორენიის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეაჯამეს.

სკოლაში 2025-2026 სასწავლო წელი წარმატებით და ნაყოფიერად დასრულდა.
დირექციამ და პედაგოგებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მოსწავლეებისათვის მიეცათ ხარისხიანი განათლება და წარმატებით მიაღწიეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებს.

სკოლის დირექტორმა რუბენ ვარდანიანმა სასწავლო პროცესის შეაჯამა და მოსწავლე -მასწავლებლებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა.

სკოლის დირექტორმა წახალისების მიზნით სიგელები გადასცა იმ მოსწავლეებს, რომლებსაც არ ჰქონდათ საგაკვეთილო პროცესში გაცდენები. 

  • ლიზა  ოგანესიან ;
  • შავარშ კირაკოსიან;
  • ვარდითერ გევორგიან;
  • ღუკას თორისიან;
  • ანნა ეფრიკიან;
  • ერაზიკ  თოროსიან;
  • ლუსინე კარაპეტიან  ;
  • ჟენია კარაპეტიან;
  • ლიანნა ეფრიკიან;
  • ანგელინა ასატრიან.

ასევე დააჯილდოვა ის მოსწავლეები, რომელთაც სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.

  • მასის ვარდანიან;
  • მანია გევორგოან ;
  • მარინე ვარდანიან;
  • ანნა თორისიან;
  • ჟანნა  კარაპეტიან ;
  • გაიანე ავეტისიან;
  • ელიზა არაქელიან;
  • არმან ასატრიან; 
  • შოღიკ კირაკისიან.


მან განსაკუთრებით გამოარჩია წარმატებული სწავლისთვის და კარგი ყოფა-ქცევისთვის მე-4, მე-7 და მე-9 კლასების მოსწავლეები.

ასევე სიგელები გადასცა იმ მასწავლებლებს, რომლებსაც სკოლაში დაგვიანება არ ჰქონდათ. აღინიშნა შემდეგი მასწავლებლების პუნქტუალობა:

  • ირინე თავღორაშვილი;
  • არმენაკ ასატრიანი;
  • რუზანნა მელდონიან;
  • ინგა მელდონიან  .

დირექტორმა რუბენ ვარდანიანს  ასევე არ გამორჩენია და სიგელებით დააჯილდოვა შაშის და  ჭადრაკის ტურნირების გამარჯვებულები.

შაშში:

  • ვარსენიკ პეტროსიან;
  • გრიგორი ფიდანიან;
  • არმან ასატრიან;

ჭადრაკში:

  • ელმირა თორისიან;
  • შოღიკ კირაკოსიან;
  • ივან ასატრიან.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203