
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახაშის საჯარო სკოლაში სიმბოლურად მე-9 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.
საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულების აღსანიშნად სკოლაში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელმაც მთელი სკოლა გააერთიანა. მოსწავლე-მასწავლებლებმა მე-9 კლასელებს საფეხურის წარმატებით დამთავრება მიულოცეს.
ღონისძიებას მუსიკალური ნომრები, მისალოცი სიტყვები და ემოციური გამოსვლები ამშვენებდა.
მასწავლებლებმა მეცხრეკლასელებს წარმატებები უსურვეს და იმედი გამოთქვეს, რომ ისინი მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას ღირსეულად გამოიყენებენ.
აღსანიშნავია, რომ წელს საბაზო საფეხურს ორი კლასი - მე-9 და მე-10, ერთდროულად ასრულებს.
იხილეთ ფოტოები: