
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაანთკარის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა გააცილა და კეთილი სურვილები გაატანა.
სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. გაიმართა გამოსაშვები ღონისძიება, რომელმაც სკოლაში საოცარი ემოციები დაატრიალა.
მე-12 კლასელებმა გაიხსენეს სკოლის კედლებში გატარებული წლები, სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები, მადლიერებით ისაუბრეს მიღებულ გამოცდილებაზე, მეგობრობაზე, წარმატებაზე, აღნიშნეს სამომავლო გეგმები და მიზნები.
ახალგაზრდებმა მადლობა გადაუხადეს სკოლის დირექციას, მასწავლებლებს, რომლებმაც მათი აღზრდა-განათლებაში დიდი შრომა ჩადეს.
დირექტორმა და პედაგოგებმა ახალგაზრდებს გზა დაულოცეს და სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს.
იხილეთ ვიდეო