ხრეითის N2 საჯარო სკოლამ საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულები ღონისძიებით გააცილა 
18-06-2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის მიწურულს საბაზო საფეხურის მოსწავლეთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულების აღსანიშნად სკოლაში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელმაც მთელი სკოლა გააერთიანა

ღონისძიება მრავალფეროვანი, საინტერესო და სახალისო პროგრამით წარიმართა. 

მოსწავლეებმა წარმოადგინეს მუსიკალური და შემოქმედებითი ნომრები, გაიხსენეს სკოლაში გატარებული წლები, დაუვიწყარი მოგონებები და ის გამოცდილება, რომელიც სკოლაში დააგროვეს.

საზეიმო ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მასწავლებლები, რომლებმაც მოსწავლეებს თბილი სიტყვებით მიმართეს, მიულოცეს მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით დასრულება.

მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა  გზა დაულოცეს სკოლის საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულებს, უსურვეს წარმატება და ნათელი მომავალი.

სასკოლო საზოგადოებამ ახალგაზრდები სიყვარულით, იმედითა და საუკეთესო სურვილებით გააცილა.

აღსანიშნავია, რომ წელს საბაზო საფეხურს ორი კლასი მე-9 და მე-10 ერთდროულად ასრულებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203