
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სასწავლო მიღწევები წახალისებულია, ბავშვების მოტივაციას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სკოლაში, სასწავლო წლის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით, წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
მაღალი აკადემიური მოსწრების, პასუხისმგებლობისა და აქტიური სასკოლო ცხოვრებისათვის მოსწავლეებს სკოლის დირექტორმა, მაკარ ისაკიძემ სიგელები გადასცა.
დაჯილდოების ცერემონია განსაკუთრებული სიხარულისა და სიამაყის ფონზე წარიმართა.
სკოლის ადმინისტრაციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს მიღწეული წარმატებები მიულოცეს და მომავალშიც წარმატებული სწავლა და ახალი გამარჯვებები უსურვეს.
იხილეთ ფოტოები: