„ნახვამდის მეოთხე კლასო“ - ხრეითის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ლამაზი გამოსაშვები ღონისძიება 
18-06-2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მე-4 კლასის წარმატებით დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს. 

გაიმართა გამოსაშვები ღონისძიება სახელწოდებით - „ნახვამდის მეოთხე კლასო“, რომელმაც არაერთი საინტერესო, სახალისო და ლამაზი ნომერი გააერთიანა. 

მოსწავლეებმა ღონისძიებით სასწავლო მიღწევები აღნიშნეს, წარმოაჩინეს ნიჭი და შესაძლებლობები, დამსწრე საზოგადოებას აჩვენეს თუ რამდენი რამ ისწავლეს ამ ოთხი წლის განმავლობაში და პირველ მასწავლებელს დიდი სიყვარულით გამოემშვიდობნენ. 

„მადლობა დამრიგებელს და მასწავლებლებს იმ მზრუნველობისა და გაწეული წვლილისათვის, რომელიც ამ პატარა მოსწავლეების განვითარებაში შეიტანეს. მეოთხე კლასელებს კი ვუსურვებთ წარმატებებს მომავალ სასწავლო გზაზე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203