
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიით დედაქალაქს სტუმრობდნენ.
ბავშვებისთვის დაუვიწყარი, ემოციებითა და ახალი აღმოჩენებით დატვირთული დღე მოეწყო.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიის მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებისათვის კლასგარეშე, მრავალფეროვანი და ინტერაქტიული გამოცდილების გაზიარება.
დღე მოზარდ მაყურებელთა თეატრში დაიწყო, სადაც სპექტაკლმა - „რწყილი და ჭიანჭველა“ დიდი ოვაციები და პოზიტიური განწყობა გამოიწვია. შემდეგ მოსწავლეებმა სახალისო მეცნიერებმათა მუზეუმში - „ექსპერიმენტორიუმში“ გადაინაცვლეს. იქ ბავშვები ნამდვილ მკვლევარებად იქცნენ. ისინი გაოცებულები აკვირდებოდნენ პლაზმური ბურთის ჯადოსნურ ნათებას, ცდიდნენ სხვადასხვა ინტერაქტიულ ექსპონატებს, ერთობოდნენ კოსმოსური თემატიკის ოთახში და ხალისობდნენ სარკეების ოთახში. დღის კულმინაცია კი მთაწმინდაზე ასვლა და იქ გატარებული მხიარული წუთები იყო.
„ეს იყო ნამდვილი დღესასწაული, სავსე აღმოჩენებით, სიცილითა და მეგობრული სითბოთი. სასწავლო წლის დასრულების ფერადი დღე ბედნიერი დასვენება ჩემო მერცხლებო“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ბედნიერ არდადეგებს უსურვებენ.
სკოლის ადმინისტრაცია პედაგოგ ლალი მურადაშვილს ასეთი ლამაზი და შემეცნებითი დღისთვის მადლობას უხდის.
იხილეთ ფოტოები: