
19 ივნისს, 14:00 საათიდან 15:00 საათამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამართავს ონლაინ საინფორმაციო შეხვედრას აზერბაიჯანული და სომხური ენების, მათემატიკისა და ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისათვის) გამოცდებში მონაწილეებისათვის.
შეხვედრაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს Microsoft Teams-ის პლატფორმის გამოყენებით - ბმული.
მონაწილეები ცენტრის საგნობრივი ექსპერტებისგან მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას საგამოცდო პროგრამების, ტესტების სტრუქტურის, შეფასების კრიტერიუმებისა და დავალებების სპეციფიკის შესახებ.
ონლაინ საინფორმაციო შეხვედრას გაუძღვებიან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ესთეტიკური და ფიზიკური აღზრდის საგამოცდო ტესტების შემუშავებისა და შეფასების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზაზა თევდორაძე, სახელმწიფო და უცხო ენათა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა საგამოცდო ტესტების შემუშავებისა და შეფასების დეპარტამენტის წარმომადგენელი ეთერ აფხაზავა, ასევე, სომხური და აზერბაიჯანული ენების მოწვეული ექსპერტები - ხათუნა გაფრინდაშვილი და სევდა მოზაშვილი.