
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლაში მე-4 კლასელთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.
ეს დღე განსაკუთრებული და ემოციური იყო როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მათი მშობლებისა და პედაგოგებისთვის.
მეოთხეკლასელებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი პროგრამა წარუდგინეს - შეასრულეს ლექსები, სიმღერები, ცეკვები და გაიხსენეს დაწყებით საფეხურზე გატარებული დაუვიწყარი წლები.
ღონისძიება სავსე იყო სიხარულით, მადლიერებითა და თბილი ემოციებით.
სკოლის ადმინისტრაციამ და მასწავლებლებმა მოსწავლეებს მიულოცეს მე-4 კლასის წარმატებით დასრულება და უსურვეს ასეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა. განსაკუთრებული მადლობა ერგოთ მშობლებს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.
„ვულოცავთ ჩვენს მე-4 კლასელებს ამ მნიშვნელოვან დღეს და ვუსურვებთ ცოდნით, წარმატებებითა და საინტერესო აღმოჩენებით სავსე მომავალს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
ვიდეო იხილეთ ბმულზე: