„დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში“ - ქუთაისის N32 სკოლაში კონფერენცია გაიმართა 
18-06-2026

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში წარმატებით გაიმართა კონფერენცია თემაზე - „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში“.

ღონისძიებამ გააერთიანა სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლები, პედაგოგები, განათლების სფეროს პროფესიონალები და ახალგაზრდები, რომლებმაც ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება, წარმატებული პრაქტიკები და ახალი ხედვები.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კონფერენცია იდეებით, გამოცდილებითა და შთაგონებით იყო სავსე.

პარალელურ სესიებზე განხილული საინტერესო თემებმა, აქტიური დისკუსიებმა, განსხვავებულმა მოსაზრებებმა და თანამშრომლობის სურვილმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ განათლება მხოლოდ ცოდნის გადაცემა კი არა, დემოკრატიული ღირებულებების, თანამონაწილეობისა და პასუხისმგებლობის კულტურის შექმნის პროცესია.

„განსაკუთრებული მადლობა თითოეულ მომხსენებელს, მოდერატორს, მონაწილესა და სტუმარს, რომლებმაც ეს დღე შინაარსიანი, პროდუქტიული და დასამახსოვრებელი გახადეს.

კონფერენცია დასრულდა, მაგრამ იდეები, შთაგონება და ახალი თანამშრომლობები გრძელდება… რადგან დემოკრატია სწორედ სკოლიდან იწყება!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203