გოგოზე ეჭვიანობის გამო არასრულწლოვანმა ბიჭმა თანატოლი სცემა და ვიდეო გადაიღო - თბილისში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია
17-06-2026

Tik-Tok ლაივში გოგოს გამო დაწყებული ეჭვიანობის შედეგად, არასრულწლოვანი ბიჭი თანატოლს ფიზიკურად გაუსწორდა და ვიდეო გადაუღო - ინფორმაციას გამოცემა „მთავარი ამბები კახეთიდან“ ავრცელებს.

მათი ცნობით, ფაქტი თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში მოხდა. Tik-Tok ლაივის შემდეგ, მოზარდმა მეორე ბიჭი საქმის გასარჩევად დაიბარა, ქუჩაში წიხლებით სცემა და პარალელურად ვიდეო გადაუღო. მათივე ცნობით, დაზარალებულს დაზიანებები ძირითადად თავის არეში აქვს მიყენებული, მას კლინიკაში გადაუდებელი სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა და ამ დრომდე წოლით რეჟიმში იმყოფება.

გამოცემა წერს, რომ სამართალდამცველებმა ბრალდებული დააკავეს და თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203