ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ხელოვან ბესო კობახიძეს სტუმრობდნენ
17-06-2026

ქალაქ ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, ხელოვნების სწავლების ფარგლებში, საინტრესო გასვლითი აქტივობა მოეწყო. 

️X კლასის მოსწავლეები სტუმრობდნენ ხელოვან ბესო კობახიძეს.

მოსწავლეებისთვის ხელოვნათან შეხვედრა მეტად საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ბესო კობახიძის შემოქმედება ძლიერ პროტესტულ ხასიათს ატარებს.

„ეს არის პროტესტი, რომელიც საკუთარი თავიდან იწყება და ასე ვრცელდება მთელი სამყაროს მიმართ“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ  შეხვედრამ ბიძგი მისცა მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას - როგორ დაინახონ სამყარო ზედაპირის მიღმა.

​უღრმესი მადლობა, ბესო კობახიძეს მასპინძლობისთვის, გულწრფელობისთვის და იმ შემოქმედებითი მუხტისთვის, რომელიც მან მეათეკლასელებს გაუზიარა!“,- აღნიშნავენ სკოლაში, ჩვენ კი ხელოვანის სიტყვებს გვიზიარებენ - „ადამიანობას ვერ გასცდები და ვერანაირი ადამიანი ვერ გახდება ანგელოზი. ამიტომ უნდა იყო ადამიანი და იცხოვრო ისე როგორც გინდა“.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203