შუასურების საჯარო სკოლაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს კვირეული მიეძღვნა 
17-06-2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით კვირეული იმართება. 

ლიტერატურული კვირეული (15.06-დან - 19.06-მდე) მეტად საინტერესოდ მიმდინარეობს და არაერთ თემატურ აქტივობასა და ღონისძიებას აერთიანებს. 

კვირეულის პირველი დღე დაეთმო თემას - ქრისტეს მოწაფეები საქართველოში.

მოსწავლეებმა მოიძიეს და შეისწავლეს ქართლის მოქცევასთან დაკავშირებული საკითხები I - VI საუკუნეებში.

შექმნეს თვალსაჩინო მასალა: 1წმინდა ნინო მაყვლოვანში“, „თავფარავანის ტბა“, „არმაზის მსხვრევა“, „ჯავახეთის მთები“.

მოსწავლეებმა შეასრულეს ნახატები ანალოგიურ თემებზე, შექმნეს ფოტოკოლაჟი და მომზადებული მასალა წარუდგინეს სასკოლო საზოგადოებას.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება მოამზადა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - ნათელა სიხარულიძემ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203