
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში აგრძელებს ვებინარების ციკლს სპეციალური მასწავლებლების, სპეციალური მასწავლებლობის მსურველებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.
ციკლის მეორე ვებინარი 19 ივნისს, 18:00 საათზე გაიმართება.
ვებინარში მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მითითებულ დროს Microsoft Teams-ის პლატფორმის ბმულის გამოყენებით:
ვებინარის თემაა - „სწავლის სირთულეები ადრეულ ეტაპზე - დაკვირვება, იდენტიფიცირება, შეფასება“.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება:
სწავლის სირთულეებთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორები;
მიზანმიმართული და სისტემური დაკვირვების მნიშვნელობა, როგორც მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებების გამოვლენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი;
სწავლის სირთულეების იდენტიფიცირების პროცესში გამოყენებული კრიტერიუმები და პროფესიული მიდგომები;
შეფასების პროცესის მიზანი და როლი მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებების განსაზღვრასა და შესაბამისი მხარდაჭერის დაგეგმვაში.
ვებინარის მომხსენებელია სალომე მურღულია – ფსიქოლოგი, ინკლუზიური განათლების სპეციალისტი; ფასილიტატორი – „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის კონსულტანტი ნათია შერბაკოვა.