
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა. პედაგოგები მიმართავდნენ სხვადასხვა სასწავლო მეთოდებს, მოსწავლეებს სთავაზობდნენ მრავალფეროვან გაკვეთილებსა და აქტივობებს, რაც მოსწავლეთა შესაძლებლობებზე აისახა.
ისტ-ის მასწავლებელმა დიანა ტოპალიანმა VI კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე - „PowerPoint“.
გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებმა პრაქტიკულად წარმოადგინეს პროგრამის ძირითადი შესაძლებლობები, შექმნეს სლაიდები, გამოიყენეს ტექსტი, სურათები და სხვადასხვა დიზაინი.
მოსწავლეებმა სრულყოფილად აჩვენეს PowerPoint-ის ყველა ძირითადი მოქმედება და წარადგინეს საკუთარი ნამუშევრები.
ასევე, მოსწავლეებმა ისაუბრეს ბრაუზერებისა და საძიებო სისტემების შესახებ, განმარტეს მათი დანიშნულება და გამოყენების წესები.
გაკვეთილი საინტერესო, შემოქმედებითი და სახალისო გარემოში წარიმართა. დასასრულს მოსწავლეებმა თამაშის ფორმატში უპასუხეს შეკითხვებს და გამოავლინეს მიღებული ცოდნა და პრაქტიკული უნარები.
„პრაქტიკულმა მუშაობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და ტექნოლოგიური უნარების განვითარებას“, -აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: